რეზონანსი
19.11.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სენაკის რაიონის სოფელ ქვალონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს დანის მუქარით მისი კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გ.ა. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×