რეზონანსი
19.11.2017

 (რეზონანსი) დარწმუნებული ვართ, ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ლართან დაკავშირებით სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა თავის ფუნქციას შეასრულებს.

"რამდენიმე ხნის წინ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როცა ლარი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, აუცილებლად განახორციელებს ინტერვენციას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შესაბამისი სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული. ეს ასე იქნება. ლარი აუცილებლად დასტაბილურდება. საქართველოს ეროვნულო ბანკი თავის ფუნქციას შეასრულებს და მთავრობა თავისას. მჯერა, რომ ჩვენ ამ პრობლემის წინაშე არ დავდგებით", - ამბობს მათიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×