რეზონანსი
19.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს ბრძანებით, 23 ნოემბერს, გიორგობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში ჩატარდება.

როგორც პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, გიორგობა დღეს იქნება ასევე საყოველთაო ნათლობაც, რომელზეც 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება.

"ხუთშაბათს არის ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაული-გიორგობა. წირვა-ლოცვა ჩატარდება ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში და საღამოს იქნება ახალმომანათლულების დალოცვა, 600-ზე მეტი ბავშვი ინათლება. ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაგახაროთ!",-ბრძანა პატრიარქმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×