რეზონანსი
19.11.2017

 (რეზონანსი) სამწუხაროდ, რაც აშენდა და გაკეთდა იმას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ მომავალში მშენებლობები და ნებართვების გაცემა რადიკალურად განსხვავებული იქნება ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად არსებული სიტუაციისა, დაუშვებელია კერძო საკუთრების ხელყოფა.

დედაქალაქის მერმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე და დასრულებული მშენობლობებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სიტუაცია ძალიან მძიმეა.

"მთლიანობაში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტუაცია ძალიან მძიმეა. მეც და ბევრ მოქალაქესაც არ მოგვწონს ის შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც აშენებულია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივიდეთ, დავანგრიოთ და ხალხი გარეთ გამოვიყვანოთ. ეს არის კერძო საკუთრება. სამწუხაროდ, რაც აშენდა და გაკეთდა იმას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ მომავალში მშენებლობები და ნებართვების გაცემა რადიკალურად განსხვავებული იქნება ყველა მიმართულებით", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×