რეზონანსი
19.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ექს-პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უცნობმა პირებმა მისი მძღოლი სასტიკად სცემეს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის" გვერდზე წერს.

„ღამით მას ორი უცნობი პირი სახლთან დახვდა და სასტიკად სცემა. ვლადიმერი იხსენებს, რომ მან ორი გაჩერებული ავტომობილი შენიშნა, რომლებიც ხშირად დაგვყვებიან",- წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×