(რეზონანსი) არნემის „ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ ჰოლანდიურ ინტერნეტ გამოცემა voetbalprimeur.nl-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ლგბტ პირთა მხარდასაჭერ სამკლავურთან დაკავშირებით ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცის "პირველი არხი" ავრცელებს.
„ეს ძალიან რთული სიტუაცია იყო. ყველა სატელევიზიო გადაცემისა და საგაზეთო პუბლიკაციის მთავარი გმირი ვიყავი, რუსულმა BBC-მაც კი გააშუქა ეს ამბავი. ჩემს ქვეყანაში კი კრიტიკის საგნად ვიქეცი. სიძულვილი, ზიზღი, შეურაცხმყოფელი სიტყვები - ამგვარი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მხრიდან არასოდეს მინახავს. არადა, აქამდე თითქოს ჩემს ქვეყანაში ფავორიტი ვიყავი და ყველას ვუყვარდი, მაგრამ ამ ამბის შემდეგ, ბევრი რამ სხვანაირად გამოჩნდა.
"მედლის მეორე მხარი დავინახე და სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი. ბევრი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი შეტყობინება მოდიოდა, მაგრამ მასზე ორჯერ მეტი იყო მხარდამჭერი წერილები, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. თუმცა, უარყოფითი სიტყვები ძალიან ცუდად მოქმედებს და დიდი ხანი არ გშორდება. ისევეა, როგორც ფეხბურთში: მწვრთნელის ათი კომპლიმენტი კარგია, მაგრამ ერთჯერადი კრიტიკა მთელს თქვენს განწყობას განსაზღვრავს", - განაცხადა კაშიამ.
კაშია კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა