(რეზონანსი) ფოთის პორტში უკრაინიდან დეპორტირებული, "რუსთავი 2" - ის ოპერატორის, თამაზ შავშიაშვილის მამა გიორგი შავშიაშვილი იმყოფება.
გიორგი შავშიშვილი იმ ბორანს ელოდება, რომელზეც სავარაუდოდ საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეები იმყოფებიან. თუმცა, მისთვის უცნობია, იმყოფება თუ არა დეპორტირებულ მოქალაქეებს შორის მისი შვილი.
"ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ. მედიის მეშვეობით შევიტყვე, რომ ჩემი შვილიც შესაძლოა იმყოფებოდეს უკრაინიდან მომავალ ბორანზე და ერთ საათზე მეტია ველოდები. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. თამაზის მეუღლე ჰყავს და იმანაც არაფერი იცის",- განაცხადა გიორგი შავშიშვილმა.
ბორანი პორტში 20:00 საათზე ჩამოდგება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ისევ არ გაუკეთებია ამ თემაზე, ოპერატორ თამაზ შავშიშვილსა და ცხრა ქართველი მებრძოლებთან დაკავშირება მეორე დღეა ვერ ხერხდება.