რეზონანსი
20.11.2017

 (რეზონანსი) კალაძის თქმით, მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა რადიკალურად განსხვავებული იქნება ყველა მიმართულებით.

მისივე განცხადებით, მიუხედავად არსებული სიტუაციისა, დაუშვებელია კერძო საკუთრების ხელყოფა. მერმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე და დასრულებული მშენობლობებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ტერიტორიაზე სიტუაცია ძალიან მძიმეა:

"მთლიანობაში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია ძალიან მძიმეა. მეც და ბევრ მოქალაქესაც არ მოგვწონს ის შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც აშენებულია, მაგრამ  ეს არის კერძო საკუთრება. სამწუხაროდ, რაც აშენდა და გაკეთდა იმას ვერაფერს ვუზამთ,  მომავალში კი  მშენებლობები და ნებართვების გაცემა რადიკალურად განსხვავებული იქნება ყველა მიმართულებით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×