რეზონანსი
20.11.2017

 (რეზონანსი) კალაძის თქმით, ცაიშის ქუჩაზე, 23 ოჯახს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა ბინები. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"დანაპირებს ვასრულებ და მინდა გითხრათ, რომ ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას, ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ფლობენ და სარგებლობენ დაუკანონებელი ფართებით, ჩვენ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადავცემთ ბინებს".

"მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ ადამიანებს, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებთ, დავპირდი, რომ ჩემი მერობის პირობებში პირველ რიგში, სწორედ, ამ საკითხს მოვაგვარებდი. რა თქმა უნდა, დანაპირებს ვასრულებ . ჩვენ განვიხილავთ ყველა ასეთ შემთხვევას ინდივიდუალურად და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში",- განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×