რეზონანსი
20.11.2017

 (რეზონანსი) ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1,1 პროცენტით გაიზარდა, წლიური ზრდა 3,3 პროცენტია.

საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ფასების 0,9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1,3 პროცენტი). ასევე, ფასები გაიზარდა რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (7,3 პროცენტი) და ქიმიური ნივთიერებების, ქიმიური პროდუქტების და ქიმიური ბოჭკოების ქვეჯგუფზე (1,6 პროცენტი).

ფასები შემცირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-1,6 პროცენტი). ფასების 1,7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ჯგუფზე - ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი, ხოლო 3,0 პროცენტიანი ზრდა - სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×