(რეზონანსი)პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია, დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიდის მუშაობა ამ მიმართულებით დამატებით ზომებზე.
„ სოციალურად დაუცველებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი 30 მედიკამენტი პრაქტიკულად უფასოა. პრობლემა, ძირითადად, ისეთ ავადმყოფებშია, ვისაც მუდმივად სჭირდება წამლის შეძენა. ვისაც ერთჯერადად სჭირდება ტკივილგამაყუჩებელი, ან ანტიბიოტიკი, ეს არ არის დიდი დარტყმა მათი ჯიბისთვის.
ქრონიკული ავადმყოფებისთვის მედიკამენტები სიმბოლურ ფასში იქნება და შევეცდებით, ეს გაფართოვდეს ყველა პენსიონერზე", - განაცხადა ზოიძემ.