რეზონანსი
20.11.2017

 (რეზონანსი) ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგომას დათანხმდა და შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეგზავნოს.

პარალელურად, მიმართვისას  მუგაბემ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

17 ნოემბერს ზიმბაბვეს პრეზიდენტი საჯაროდ პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც სამხედრო ჯგუფმა  ძალაუფლება ჩამოართვა.

ზიმბაბვეში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც მუგაბემ, რომელიც 37 წელია ხელისუფლებაშია, ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. იგი მუგაბეს მემკვიდრედ მიიჩნეოდა.

14 ნოემბერს, ზიმბაბვეში სამხედროებმა ღამით მომხდარი არეულობის დროს  ფინანსთა მინისტრი იგნატიუს ჩომბო, პრეზიდენტი რობერტ მუგაბე და მისი მეუღლე გრეისი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×