რეზონანსი
20.11.2017

 (რეზონანსი) ქუთაისში, საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა.

ოპოზიციის განცხადებით, არჩევნები არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, შესაბამისად, მეექვსე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას ისინი უნდობლობას უცხადებენ. მათ კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიიღეს.

ქუთაისის საკრებულოში სულ 25 წევრია. არჩევნების შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია შევიდა: "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×