რეზონანსი
20.11.2017

 (რეზონანსი) ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის, განცხადებით, დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემა უნდა დანერგოს.

აღნიშნულ  ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

მისივე თქმით, მეწარმე ელექტრონული განაცხადის შედეგად 5-7 სამუშაო დღეში უნდა ღებულობდეს დღგ-ს ზედმეტობას:

"ეს ნიშნავს დაახლოებით 500 მილიონი ლარის დამატებითი წვდომის მიცემას ჩვენი მეწარმეებისთვის".

ფინანსთა მინისტრის ახალ ინიაციტივას BDO-ს მმართველი პარტნიორი საქართველოში ზურაბ ლალაზაშვილი დადებითად აფასებს.

"გაცილებით მარტივი და დახვეწილი მექანიზმი იქნება, თუ ავტომატურ რეჟიმში მოხდება დღგ-ს დაბრუნება. ბიზნესს აღარ დასჭირდება დრო განცხადებებზე, ადგილზე მისვლაზე, გარკვევაზე და ა.შ.

„რაც მეტ ნაღდ ფულს მიიღებს ბიზნესი, ნაკლებად იქნება დამოკიდებული სესხზე. თუ ბიზნესს არ აქვს ხელმისაწდომობა ფინანსებზე, იღებს სესხს, ეს კი უარყოფით გავლენას ახდენს ვალუტაზე და ა.შ.",- განაცხადა ლალაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×