რეზონანსი
20.11.2017

 (რეზონანსი) ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით, აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს ქართველი პოეტის შემოქმედება და ცხოვრება გააცნეს.

ლექცია გალაკტიონ ტაბიძის შესახებ პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა წაიკითხა, ასევე გაიმართა მისი წიგნის "აღმოაჩინე გალაკტიონი" პრეზენტაცია, რომელშიც თავმოყრილია პოეტის ლექსების ინგლისურენოვანი თარგმანი.

საღამოს ფარგლებში, ინესა მერაბიშვილმა ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა გაერთიანების სპეციალური ჯილდო "ოქროს ფრთა" ბრიტანელ პოეტსა და დრამატურგს ლორდ დომინიკ მერევორსს გადასცა . სწორედ ის იყო ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს ინიციატორი, რომელიც ქენინგ ჰაუზში პირველად 2012 წელს გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×