რეზონანსი
21.11.2017

 (რეზონანსი) ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის" სასაფლაოზე, 50 სანტიმეტრის სიღრმეზე პოლიეთილენში გახვეული მამაკაცის ცხედრის ნაწილები იპოვეს.

უცნობი ადამიანის ცხედრის ნაწილები, მესაფლავეებმა ახალი საფლავის გაჭრისას აღმოაჩინეს.

ნაპოვნ ძვლის ფრაგმენტებს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება.

გარდაცვლილის ვინაობის დადგენაზე სამართალდამცველ სტრუქტურებთან ერთად წითელი ჯვრის წარმომადგენლობაც მუშაობს.

წითელი ჯვრის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის, შორენა გამსახურდიას ინფორმაციით, ორგანიზაცია ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რათა მათ ხელთ არსებული რამოდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრის დე-ენ-ემ-ის ანალიზი ერთმანეთს შეედაროს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×