რეზონანსი
21.11.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ "თბილსერვის ჯგუფის" ადმინისტრაციული შენობის დათვალიერებისას განაცხადა, რომ თბილისი ზამთრის შესახვედრად მზად არის.

„ამ შეხვედრის მთავარი მიზანია, რომ ზამთარს მომზადებულები შევხვდეთ, შესაბამისად, ყველანაირი მზაობა არის. შეძენილია მარილი. მგონია, რომ ზამთარში არანაირი პრობლემა არ იქნება. თუ საჭირო იქნება დამატებითი ტექნიკის მობილიზება, ესეც შესაძლებელია. ჩვენ გვყავს ჩვენი ტექნიკა და შესაბამისად, ზამთარში გზების პრობლემა მოგვარებული იქნება", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სამომავლოდ, ქალაქის დასუფთავებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

„ეკოლოგიის გამოსწორება არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი და ეს არის კომპლექსური. აუცილებლად მომავალში დაგვჭირდება ტექნიკის შეძენა იმისთვის, რომ თბილისის ქუჩები სუფთა და მოწესრიგებული იყოს და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს", - დასძინა კალაძემ.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×