რეზონანსი
21.11.2017

 (რეზონანსი) ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მონადირეებმა მგელი მოკლეს.

მათი თქმით, მგელი რამდენიმე წვრილფეხა საქონელს დაესხა თავს, თუმცა მათ მხოლოდ ერთის ნარჩენები იპოვეს.

საძოვრიდან, სადაც მგელი მოკლეს, დაახლოებით 200-300 მეტრში ცენტრალური ავტომაგისტრალია. მიმდებარე ტერიტორიაზე კი რამდენიმე ოჯახია დასახლებული.

მონადირეები მგლებზე ნადირობისთვის არასაკმარისად გაცემულ ლიცენზიებზე საუბრობენ და შესაბამის ორგანოებს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში კი განმარტავენ, რომ ლიცენზია ათ მგელსა და ოც ტურაზეა გაცემული.

მონადირებული მგლების რაოდენობა კი ორს არ აჭარბებს, აქედან გამომდინარე ისინი დამატებითი ლიცენზიის საჭიროებას გამორიცხავენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×