რეზონანსი
22.11.2017

 (რეზონანსი) ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მობილიზებულია სპეცდანიშნულებისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

წინასწარი ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

კიდევ ერთი ვერსიით, პირები, რომლების დაკავებასაც სამართალდამცველები ამ დრომდე ცდილობენ, პანკისის ხეობიდან არიან.

მიმდებარე ტერიტორიაზე ისმის სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა. კორპუსიდან, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებიან, ძლიერი კვამლი ამოდის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. სუს-ში ასევე არ აკონკრეტებენ, არიან თუ არა ის პირები, ვის დაკავებასაც ცდილობენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×