რეზონანსი
22.11.2017

 (რეზონანსი) ეუთოს დამკვირვებლებმა ლუგანსკში რუსული სამხედრო ტექნიკის და სამხედროების კოლონები დააფიქსირეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამხედრო კაბინეტის საგანგენო სხდომა მოიწვია.

ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა პრეზიდენტს მიმდინარე პროცესების შესახებ ანგარიში წარუდგინეს. მთავარი საკითხი რუსული ტანკების მიერ უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ბოევიკების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციები იყო.

„რუსი სამხედროების რაოდენობის ზრდის გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყონ "- განაცხადა პოროშენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×