(რეზონანსი) ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალმა სერგ გენერალს, რატკო მლადიჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას გენოციდში, ბოსნიაში ომის გაჩაღებასა და კაცობრიობის წინაღმდეგ დანაშაულში დასდეს ბრალი.
მლა¬დი¬ჩის და¬პა¬ტიმ¬რე¬ბას ჰა¬ა¬გის ტრი¬ბუ¬ნა¬ლი მრა¬ვა¬ლი წლის გან¬მავ¬ლო¬ბა¬ში ელო¬და. მთავა¬რი ბრალ¬დე¬ბა 1995 წელს ბოს¬ნი¬ე¬ლი მუსლიმების მა¬სობ¬რი¬ვად და¬ხოც¬ვას ეხე¬ბა.
სა¬ერ¬თა¬შო¬რი¬სო ტრიბუნა¬ლი აცხა¬დებს, რომ მლა¬დი¬ჩი პი¬რა¬დად არის პა¬სუ¬ხის¬მ¬გე¬ბე-ლი ქა¬ლაქ სრებ¬რე¬ნი¬ცა¬ში, სულ მცი¬რე, 7500 ბოს¬ნი¬ე¬ლი კა¬ცი¬სა და ბიჭის მკვლე¬ლო¬ბა-ზე.
1992 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში შეიარაღებული კონფიქტი სერბებს, ბოსნიელ მუსულმანებსა და ხორვატებს შორის დაიწყო. ომი ნატოს ჯარების ჩარევის შემდეგ შეწყდა,რომლებმაც სერბული პოზიციები დაბომბეს.
ომის დროს მლადიჩი სერბულ არმიას ხელმძღვანელობდა. 1993 წელს იუგოსლავიის კონფლიქტის გამოსაძიებლად ტრიბუნალი შეიქმნა. მანამდე გენოციდში იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი დაადანაშაულეს. ის 2006 წელს, სასამართლო პროცესის დასრულებამდე გარდაიცვალა.