რეზონანსი
22.11.2017

 (რეზონანსი) ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სროლების და აფეთქებების შედეგად ძლიერი ცეცხლი გაჩნდა.

სპეცოპერაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული, თუმცა მათ ჯერ ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები არ დაუწყიათ.

ძლიერ კვამლს და აალებას წინ უძღოდა ინტენსიური სროლა. გაისმა რამდენიმე აფეთქების ხმაც.

გარე პერიმეტრი საპატრულო პოლიციას მთლიანად გადაკეტილი აქვს. სამართალდამცავები ადგილობრივებს ტერიტორიას ატოვებინებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×