რეზონანსი
23.11.2017

 (რეზონანსი) უკრაინის ძალოვანი უწყებების წყაროზე დაყრდნობით, სააკაშვილს უკრაინიდან წლის ბოლომდე გაადეპორტებენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დეპორტაცია არა საქართველოში, არამედ სხვა სახელმწიფოში მოხდება, შეიძლება, ეს პოლონეთი იყოს, საიდანაც ის უკრაინაში შევიდა.

სავარაუდო დეპორტაციის მიზეზი საიმიგრაციო კანონის და უკრაინაში ყოფნის ვადების დარღვევაა.

პოლიტიკური პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა  უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. 2017 წელს კი პოროშენკომ მას მოქალაქეობა შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს შეუჩერა.

სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მან პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან ძალით გაარღვია კორდონი, რის გამოც მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×