რეზონანსი
23.11.2017

 (რეზონანსი) საფრანგეთის სასამართლომ რუსი მილიარდერი და სენატორი სულეიმან კერომოვი 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამასთან, მას რუსული პასპორტი ჩამოართვეს და საფრანგეთის ზღვისპირეთის დატოვება აუკრძალეს.

კერიმოვს ბრალად ედება ფულის გათეთრება და გადასახადების დამალვა. რუსი მილიარდერი კვირაში რამდენიმეჯერ პოლიციაში უნდა გამოცხადდეს, რაც გირაოს წესებით არის განსაზღვრული.

სულეიმან კერიმოვი ნიცაში დააკავეს. საფრანგეთში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, კერიმოვი აეროპორტში ჯერ კიდევ 20 ნოემბრის საღამოს დააკავეს, საიდანაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×