(რეზონანსი) „საქართველოს მოქალაქეების გადეპორტება უკრაინიდან ოქტომბერ-ნოემბრის თვეში უკრაინის კანონმდებლობის და შესაბამისი ინსტრუქციების დარღვევით მოხდა." - აღნიშნულ განცხადებას უკრაინელი ომბუცმენი, ვალერია ლუტკოვსკაია აკეთებს.
ომბუდსმენის თქმით, არ არსებობს ფაქტები, რომლებიც დაადასტურებს, რომ უკრაინიდან გაძევებულმა საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს შეტყობინებები, რომლის საფუძველზეც მათ უწყდებოდათ კანონიერი დარჩენა ქვეყნის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, 21 ოქტომბერს გადეპორტებულ ქართველებს პასპორტებში გაუკეთეს მონიშვნები საქართველოში იძულებითი დაბრუნების შესახებ.
„თვითმფრინავი, რომლის საშუალებითაც ქართველები გაადეპორტეს, სამოქალაქო-სამგაზვრო თვითმფრინავებს არ განეკუთვნებოდა. შესაბამისად, შესაძლებელია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ეს ბორტი სამართლადამცავ ორგანოებს ეკუვნოდა." -განაცხადა ლუტკოვსკაიამ.