(რეზონანსი) პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით, ლიკვიდირებულთა ვინაობის არგამხელის შემთხვევაში, შესაძლოა, ათასგვარი შეთქმულების თეორია განვითარდეს და ეს ხელისუფლებას შემობრუნდება ცუდად.
„უნდა ვიცოდეთ მათი ვინაობა, უნდა ვიცოდეთ, რასთან გვქონდა საქმე. შეიძლება, ჩვენ დეტალები არ ვიცოდეთ, მაგრამ მათი ვინაობა და გეგმები ცნობილი უნდა იყოს. ეს საერთაშორისო სტანდარტია.
როგორც თვითონ ამბობენ, რომ ოპერატიული ინფორმაცია არსებობდა, ამ ადამიანების იდენთიფიცირება რთული არ უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, ათასგვარი შეთქმულების თეორია განვითარდეს და ეს, ისევ და ისევ, ხელისუფლებას შემობრუნდება ცუდად", - აღნიშნა ხუხაშვილმა.
თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყო და 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 3 ბრალდებული.