(რეზონანსი) მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა განაცხადა, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. ინფორმაციას „აიპრესი"გაერო-ს ახალი ამბების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია ერთი ფორმით: 750 მილიონი გოგონა 18 წლამდე ქორწინდება, ხოლო 250 მილიონზე მეტი გენიტალური დასახიჩრების მსხვერპლია", - განაცხადა გუტერიშმა.
მისი თქმით, ქალებთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაა საჭირო.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე პოლიტიკოს და უფლებადამცველ ქალთა მიმართ ძალადობა დაგმო. გუტერიშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სექსუალური ძალადობა განსაკუთრებით ხშირი შეიარაღებული კონფლიქტის ზონაშია.
როგორც გაერო აღნიშნავს, ქალთა მიმართ ძალადობა უფრო აშკარა ხდება.
„ასეთი ძალადობა პატრიალქალიზმისა და შოვინიზმის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქალების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მისი შედეგები გავლენას ახდენს ოჯახზე, მთელ თემსა და საზოგადოების ცხოვრებაზე. ცოტა ხნის წინ სამუშაო ადგილებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში სექსუალური ძალადობის თაობაზე ანგარიშები გამოქვეყნდა. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად გავრცელებულია ამ ფორმით სექსუალური ძალადობა ", - განაცხადა გაეროს ხელმძღვანელმა.