რეზონანსი
23.11.2017

 (რეზონანსი) საქართველო პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ თბილისში გაიმართება. ამის შესახებ, „etanews.ge" წერს.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელმაც პირველი შეხვედრა 17 ნოემბერს, ქუთაისში - პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამართა, ხვალინდელ სხდომასაც პარლამენტის სასესიო დარბაზში ჩაატარებს.

წინასწარი ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებიდან მოწვეული პირების მონაწილეობით გაიმართება.

საორგანიზაციო კომისიის მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×