რეზონანსი
23.11.2017

 (რეზონანსი) თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულს, რომელიც მისი ადვოკატის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეა, 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმციას, მთავრი პორკურატურა ავრცელებს.

"2017 წლის 21 ნოემბრს დაკავებულ ს.დ-ს, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე დამატებითი ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.

სპეცოპერაცია, რომელიც გუშინ დასრულდა 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრია დაკავებული, ხოლო სამი ლიკვიდირებული.

სპეცოპერაციას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა. სუს-ის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი კი, დაიჭრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×