რეზონანსი
24.11.2017

 (რეზონანსი) ხულოს მუნიციფალიტეტში უამინდობის გამო, სასწავლო პროცესი რვა საჯარო სკოლასა და ოთხ საბავშვო ბაღში შეწყდა. ამის შესახებ „აიპრესი" წერს.

უამინდობის გამო გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუმცა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ტრანსპორტი გადაადგილდება.

ადგილზე მობილიზებულია როგორც მერიის, ისე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 17 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც ამ დროისათვის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

შეფერხებები შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა „ენერგო-პრო ჯორჯიას" ბრიგადები შესაბამის სამუშაოებს ასრულებენ.

ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1,2 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 60-70 მ-ს, ხოლო დაბლობში 30-40 სმ-ს მიაღწია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×