(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენმა, გიორგი მარგველაშვილმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
პრეზიდენტმა იმ გლობალურ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას ტერორიზმის კუთხით აქვს.
„ის მიამიტური განცდებსა, რომ საქართველო არის რეალობაში, სადაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზარდოს უფრო რთულ ვითარებაში და საქართველოს ასეთ ვითარებაში კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება არ სჭირდება, რომ არ არის საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში, ალბათ მიამიტურ განცდებს, რომელსაც არ ვიცი რა საფუძველი გააჩნია, ნათელი პასუხი გაეცა.
"შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთხელ შეხედეთ რეალობას. არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა პრეზიდე ნტმა.
სპეცოპერაცია, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა.
სპეცოპერაციისას რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც პროკურატურის მიერ გუშინ წაყენებული ბრალდების თანახმად,10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გარდა ამისა, სპეცოპერაციისას, ტერორიზმში სამი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.