(რეზონანსი) რუსეთში სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება, რაც უკვე ყველა მოწყვლად სოციალურ ჯგუფს შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას, „PIA" მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მიერ ჩატარებული გამოკითხვის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოკითხვის თანახმად, რუსეთში ოჯახების 23% თავის მატერიალურ მდგომარეობას „ცუდად" და „ძალიან ცუდად" აფასებს, რაც მაისში ჩატარებულ გამოკითხვის ანალოგიურ მონაცემებს 3%- ით აჭარბებს.
„კარგად" მცხოვრებთა წილი 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15% შეადგინა.
რესპონდენტების 29% ამბობს, რომ მხოლოდ სურსათის ყიდვის საშუალება აქვს და ტანსაცმლის შეძენა ძალიან უჭირს. გამოკითხულთა 8%-ის თქმით კი, საჭმელზეც ფული არ ჰყოფნის.
გაცილებით მძიმე ვითარებაა რუსეთის სოფლებში, სადაც 44% ამბობს, რომ პირველად მოთხოვნის პროდუქტებზეც კი არ ჰყოფნის ფული.