რეზონანსი
24.11.2017

 (რეზონანსი) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 35 მილიონი ლარი დაემატება. ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხს განიხილავენ.

„მოგეხსენებათ, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში 14 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა როდესაც დეტალურად განვიხილეთ ის ღონისძიებები, რაც უნდა განხორციელდეს მომდევნო წლის განმავლობაში, ჯამური თანხა შეადგენს, დაახლოებით, 48-49 მილიონ ლარს. წელს ჩვენ 15 მილიონ ლარს ვუმატებთ სამინისტროს შხამ-ქიმიკატების შესაძენად, პროცედურებს წელსვე დაიწყებენ და გარკვეული მოცულობით წელსვე შეიძენენ შხამ-ქიმიკატებს. მეორე მიმართულება, რაზეც თანხა ემატება, ეს არის ტექნიკა, რომელიც საჭირო იქნება საგაზაფხულო სამუშაობზე ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის. სპეციალური ტექნიკის შესაძენად ემატრება 20 მილიონი ლარი", - განაცხადა კაკაურიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×