რეზონანსი
24.11.2017

 (რეზონანსი) ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაციისას დაზარალებულ მოსახლეობას საკუთარ საცხოვრებელ სახლშიცოტა ხნით შესვლის და ნივთების გამოტანის საშუალება მისცეს.

მათი თქმით, სადარბაზოში ცხოვრება საშიშია.

მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ სახლებში კედლები დანგრეული, მინები ჩამსხვრეული, იატაკი დაზიანებული, ჭერი კი ავარიულია.

იმ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობა, პერიმეტრს კვლავ სპეცრაზმი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებით, თითოეულ დაზარალებულ ოჯახს თბილისის მერია დახმარებას გაუწევს.

როგორც კალაძემ გუშინ განაცხადა, „12-მა ოჯახმა ისნის გამგეობას მიმართა და მათ დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველვყოფთ".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×