რეზონანსი
24.11.2017

 (რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ოთხ დეკემბერს მოსკოვში დაგეგეგმილი რუსეთის ეკლესიაში პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეზე მოსკოვში არ გაემგზავრება.

როგორც დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილმა განაცხადა, პატრიარქი, მოსკოვში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიდის, მის მაგივრად კი მღვდელმთავრების დელეგაცია გაემგზავრება.

"მიწვეული იყო. არ დასმულა საკითხი, რომ პატრიარქი მიდიოდა თითონ. მიზეზი პატრიარქის ჯანმრთელობაა, მაშინ მან უთხრა, რომ როგორც მომცემს ჯანმრთელობის საშუალება იმის მიხედვით გადავწყვეტ თქვენთან წამოსვლასო. შემდეგ ექიმების კონსილიუმი იყო, მას მოციმციმე არითმია აქვს და შორ გზებზე ფრენა არ ურჩიეს", - განუცხადა "ნეტგაზეთს" დეკანოზმა.

ოთხ დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ილია მეორე მოსკოვში სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის პატრიარქმა მიიწვია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×