რეზონანსი
25.11.2017

 (რეზონანსი) ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" მომხდარი ხანძრის დროს დაღუპული ექვსი ახალგაზრდა მამაკაცი  სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი ლიფტში იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი მეზღვაური, მეორე კი სტიქაროსანი იყო.

დაღუპულები არიან: მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე.

ერთ-ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდას მეგობარი ყვება, რომ მან ლიფტიდან დედას დაურეკა, მიშველე, ვიხრჩობიო. გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 წლის ახალგაზრდას დედა ეძებდა. ქალბატონის თქმით, მის შვილს და თანმხლებ პირს ტელეფონი გამორთული ჰქონდათ.

24 ნოემბერს, სასტუმრო ,,ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×