რეზონანსი
25.11.2017

 (რეზონანსი) ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, სასტუმრო „ლეოგრანდი" სახანძრო უსაფრთხოების ნორმების გამო დაჯარიმებული იყო.

პეტრიძის თქმით, მან აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ გადმოცემით იცის და შესაბამის დოკუმენტაციას არ გაცნობია.

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმებული არის აღნიშნული სასტუმრო და დაჯარიმებულიც იყო, თუმცა დადასტურებით ამის თქმა არ შემიძლია, იმიტომ რომ აღნიშნულ საკითხს დოკუმენტალურად არ გავცნობივარ.

იყო თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება წუხელ და რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნება დადგენილი",- აღნიშნა ბათუმის ვიცე-მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×