რეზონანსი
25.11.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ სირაძის, განცხადებით, სასტუმრო „ლეოგრანდში" სახანძრო კიბე არსებობდა, თუმცა ის უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

მისივე თქმით, აღნიშნული კიბის გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის 1 მოქალაქე. 21 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×