რეზონანსი
25.11.2017

 (რეზონანსი) ენერგეტიკის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდინარე ტეხურზე ასაშენებელი „ტეხურის კასკადის" ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირებით დაინტერესდა.

აღნიშნულ ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

„ტეხურის კასკადის" დადგმული სიმძლავრე 112.39 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 653.25 მლნ.კვტ.სთ - ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 170,050,000 აშშ დოლარია.

დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში 2017 წლის 22 დეკემბერის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×