(რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება.
საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში" დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.
გლოვის დღეს, სასტუმრო გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაეშვება სახელმწიფო დროშები.
სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 10 საქართველოს, ერთი კი ირანის მოქალაქეა. დაშავაბეულთა რაოდენობა კი 21-ია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.