რეზონანსი
26.11.2017

 (რეზონანსი) ქაშუეთის ტაძარში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ადგილზე დილიდან იკრიბებიან გარდაცვლილის მეგობრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ოჯახს უსამძიმრებენ.

გარდაცვლილ სპეცრაზმელს ქაშუეთის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ 21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ხოლო ოთცი დაიჭრა, მათგან, ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, დაკავებულია, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×