(რეზონანსი) პატრიარქი ბათუმიდან ჩამობრძანდება და მოსაყდრის ვალდებულებებს დააკონკრეტებს, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში ჩატარებული წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მეუფის თქმით, მისი მოსაყდრედ დასახელება ყველასთვუს მოულოდნელი იყო.
„პატრიარქს ველოდებით, ის წაბრძანებულია ბათუმში. როგორც კი ჩამოვა, მერე დააკონკრეტებს მოსაყდრის ვალდებულებებს. მას ამ გადაწყვეტილების მიღების სრული უფლება ჰქონდა, უბრალოდ ეს ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელი იყო,"- განაცხადა მუფემ.
დღეს სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქოს მოსაყდრემ, წირვა ჩაატარა.
მას შემდეგ რაც პატრიარქმა მეუფე შიო თავის მოსაყდრედ დაასახელა, ეს არის პირველი წირვა, რომელიც სენაკის მიტროპოლიტი აღავლინა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 23 ნოემბერს მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო დაასახელა.