(რეზონანსი) ქაშუეთის ტაძარში, სადაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლოშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, მინისტრები და საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები მივიდნენ.
გარდაცვლილ სპეცრაზმელს, ქაშუეთის ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ 21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი სპეცრაზმელი - ივანე გოლოშვილი გარდაიცვალა. ხოლო ოთცი დაიჭრა, მათგან, ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.
სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, დაკავებულია, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.