რეზონანსი
26.11.2017

 (რეზონანსი) არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს, მოკლული შეიძლება, ახმედ ჩატაევი იყოს, მაგრამ დადასტურებით ექსპერტიზების შემდეგ ვიტყვით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

„სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები. მათ ჩვენზე მეტად გამოცდილი სპეციალისტები ჰყავთ, როგორც საექსპერტო, ასევე, საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას. ეჭვი არის, რომ ჩატაევი შეიძლება იყოს, მაგრამ დადასტურებით ვიტყვით ექსპერტიზების შემდეგ. როცა გაკეთდება ანალიზი, გვექნება ზუსტი პასუხი, იყო თუ არა ჩატაევი ", -განაცხადა გომელაურმა.

გომელაური ქაშუეთის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლოშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×