რეზონანსი
26.11.2017

 (რეზონანსი) ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმებით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Daily Mail" ავრცელებს.

მათი ცნობით, ISIS-ის წევრები ავრცელებენ მასალებს, რომლითაც თავის ფანატიკოსებს ევროპაში საშობაო ბაზრობებზე თავდასხმებისკენ მოუწოდებენ.

კერძოდ, ისინი მესენჯერის მეშვეობით სურათებს აგზავნიან. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ხელებშეკრული სანტა-კლაუსი, რომლის ზურგს უკანაც თვითმკვლელი დგას. ამ ფოტოს ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე შემდეგი შინაარსით ტექსტში ახლავს: " მალე თქვენს დღესასწაულებზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×