რეზონანსი
26.11.2017

 (რეზონანსი) თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიების პროცესში ამერიკული მხარე ჩაერთო. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა, ქაშუეთის ეკლესიაში განაცხადა.

„სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები", - განაცხადა გომელაურმა.

გომელაური ქაშუეთის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილი სპეცრაზმელის, ვანო გოლოშვილის სამოქალაქო პანაშვილი მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ მისივე თქმით, ამასთან, არის ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლული შეიძლება, ახმედ ჩატაევი იყოს, თუმცა ამის დადასტურებით თქმა ექსპერტიზების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ხოლო ოთხი დაიჭრა, მათგან, ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, დაკავებულია, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×