რეზონანსი
26.11.2017

 (რეზონანსი) ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების ხარჯებს აჭარის მთავრობა გაიღებს - თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტიელბა აჭარის ა/რ მთავრობის საგანგებო თათბირზე მთავრობის თავმჯდომარემ და წევრებმა მიიღეს.

„ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და თანავუგრძნო დაღუპულთა ოჯახებს", - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, აქედან 10 საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი ირანის რესპუბლიკის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×