რეზონანსი
27.11.2017

 (რეზონანსი) "მჯერა ქართული მართლმსაჯულების" - სასტუმრო „ლეოგრანდის" მფლობელის ამ სიტყვებით დაასათაურა სტატია თურქულმა გამოცემამ - "ანადოლუ".

სტატიაში საუბარია ხანძრის გაჩენის დეტალებზე.

„სამწუხაროდ, ხანძრის დროს შენობაში მყოფები კიბით გაქცევის ნაცვლად, გარდერობში ნივთების ასაღებად გაემართნენ. კვამლი სწრაფად გავრცელდა" - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.

ავგერენის თქმით, მასმედიის საშუალებები ტრაგიკული ინციდენტის სხვადასახვა ვერსიებს აქვეყნებენ, მათ შორის, უსაფუძვლო მტკიცებულებებს აფეთქების შესახებ, რასაც "ლეოგრანდში" ხანძარი მოჰყვა.

მისივე განცხადებით, ხანძრამდე 3 დღით ადრე, სასტუმროს ყველა შენობა ტექნიკურმა სპეციალისტებმა შეამოწმეს. მიზეზი, შესაძლოა, სიგარეტის ნამწვავი, ან რომელიმე აალებადი ნივთიერება იყო, რომლის გამოც წყლის გამათბობელი სადენები დაიწვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×