რეზონანსი
27.11.2017

 (რეზონანსი) ამ წუთებში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ჰესის მშენებელი კომპანიისგან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასა და სოფელში ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ჭუბერი-ხაიშისა და ჭუბერი მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქციას ჭუბერის საკრებულოს წევრი ზაზა ვიბლიანი შეუერთდა, რომელიც პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყანა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან საატრულო პოლიციისა და მესტიის პოლიციის თანამშრომლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×