რეზონანსი
27.11.2017

 (რეზონანსი) სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, განცხადებით, ტერორიზმში ბრალდებული სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებულ პირებთან ნაცნობობას უარყოფს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა უკვე მოინახულა დაკავებული. ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად ჰქონდა.

„როგორც დაკავებული აღნიშნავს, მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა ლიკვიდირებულთაგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩართულები ვართ და უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება", - განაცხადა ნანუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×